"ველით, რომ ეს რეალური ნაბიჯი, რომელიც ადასტურებს ბ-ნი ივანიშვილის მიერ გამოთქმული კეთილი ზრახვების გულწრფელობას, გახდება სამართლებრივად სავალდებულო" | საოკუპაციო რეჟიმი

გამოქვეყნდა:

"ჩვენ ველით, რომ ეს რეალური ნაბიჯი, რომელიც ადასტურებს ბ-ნი ივანიშვილის მიერ გამოთქმული კეთილი ზრახვების გულწრფელობას, უახლოეს მომავალში გახდება სამართლებრივად სავალდებულო" - ასე ეხმაურება რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალი ოლიგარქის გორში გაკეთებულ განცხადებას.

საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და ქართული მხარისგან "დოკუმენტირებულ უარს" ითხოვს "რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე"

"სამხრეთ ოსეთის განვითარების პოლიტიკური ვექტორი ისტორიულად შეგნებული არჩევანია, რომელიც განპირობებულია რუსეთის ფედერაციასთან მოკავშირე და ინტეგრაციული კავშირების ყოვლისმომცველი გაძლიერების აუცილებლობით, რომელიც არის რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი" ნათქვამია კრემლის მარიონეტული რეჟიმის განცხადებაში.

გუშინ კი ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა კოკოითმა საქართველოსგან "დამოუკიდებლობის აღიარება", თრუსოს ხეობა და გუდაური და ფული მოითხოვა

იხილეთ:

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი