კობახიძის მუქარა აშშ-ს | ელჩი დანიგანი "ოცნების" პრემიერს ტყუილში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი პრემიერ კობახიძეს ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს. ამერიკელი დიპლომატი მას შემდეგ გახდა იძულებული მთავრობის მეთაურისთვის ეპასუხა, რაც კობახიძემ ვაშინგტონს ქართულ არჩევნებში ჩარევასა და ოპოზიციის მხარდაჭერაში დასდო ბრალი. რობინ დანიგანმა მოკლე, თუმცა მკაფიო კომენტარით პრემიერს შეახსენა, რომ ამერიკაზე უფრო დიდი მხარდამჭერი საქართველოს დამოუკიდებლობას არ ჰყავს და "ოცნების" ხელისუფლების განცხადებებს საქართველო იზოლაციისკენ მიჰყავს.

ოლიგარქის გუნდსა და შტატებს შორის ურთიერთობები მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული აუდიენციის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა. მიზეზი მუქარაა, რომელიც პრემიერმა ელჩს გადასცა. თუ ხელისუფლების წევრებს სანქციები კიდევ დაუწესდებათ, ოლიგარქის პარტია მზადაა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ წავიდეს და მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან ურთიერთობებს გადახედოს.

იხილეთ ასევე:

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი