რაუფოღლუს ცნობით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "ქართველი ხალხის აქტის" განხილვა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, დაიწყება

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტ ალექს რაუფოლუს ინფორმაციით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "ქართველი ხალხის აქტის" განხილვა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში, დაიწყება. 

როგორც ის წყაროზე დაყრდნობით წერს, განხილვა ოთხშაბათს, 25 სექტემბერს დაიწყება და მისი მიღება რამდენიმე კვირაშია მოსალოდნელი. 

შეგახსენებთ, რომ "ქართველი ხალხის აქტი" დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა და რესპუბლიკელმა ჯიმ რიშმა შეიმუშავეს. სენატორების მიერ შემუშავებული დოკუმენტი ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებასა და ქართველი ხალხის მხარდაჭერას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი