არ შევაფასებ ამ განცხადებას იმიტომ, რომ ერთ საათში შეიძლება თქვას სხვა რამე - სერგი კაპანაძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ევროპულ საქართველოში" მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურებიან და ამბობენ, რომ მესამე პრეზიდენტი ივანიშვილის ალტერნატივად მხოლოდ საკუთარ თავს განიხილავს, რაც სერგი კაპანაძის თქმით, არასწორია.

"დღის სტუმარში" საუბრისას კაპანაძე ამბობს რომ მიხეილ სააკაშვილის რადიკალურად განსხვავებული განცხადებები "სიტყვას ფასს უკარგავს" და "ევროპული საქართველო" ამის შემდეგ ამ ყველაფერს მკაცრად შეაფასებს. კაპანაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი ერთმანეთს დაემსგავსნენ, რადგან ორივეს ძალაუფლება უნდა:

ხვალ რომ სხვას იტყვის და ზეგ სხვას, მაზეგ რომ იტყვის და გუშინწინდელის საწინააღმდეგო იქნება, ცალკე უნდა შევაფასოთ? ლიდერი, რომელიც ერთ დღეს ამბობს რომ პროპორციული არის ცუდი და მერე დღეს ამბობს, რომ კარგია, ერთ დღეს ამბობს რომ კოალიციური მთავრობა არის მიუღებელი და მერე არის მისაღები, ერთ დღეს ამბობს ერთს და მეორე დღეს ამბობს მეორეს, ერთ დღეს ამბობს რომ ჩამოვა, მეორე დღეს ამბობს რომ არ ჩამოვა. არ შევაფასებ ამ განცხადებას იმიტომ, რომ ერთ საათში შეიძლება თქვას სხვა რამე" ამბობს კაპანაძე.

მისივე თქმით, "ევროპული საქართველოს" მთავარი ამოცანა მომავალ არჩევნებში ხმების მაქსიმალური რაოდენობის მიღება ,ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხება და კოალიციური მთავრობაა.

უნდა გამოვიდეთ ამ მარაზმიდან, რასაც სააკაშვილი ცდილობს რომ აჩვენოს რომ ივანიშვილის ალტერნატივა მხოლოდ თვითონ არის. არ არის ასე..

ჩვენი ამოცანა არის რომ მაქსიმალური რაოდენობის ხმები მივიღოთ იმისთვის, რომ ვიყოთ ცენტრალური მოთამაშე კოალიციურ მთავრობაში, რომელიც იქნება ივანიშვილის დამარცხების მერე. აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელსაც ცვლილებები უნდა, კარგი იქნება თუ ჩვენ დაგვიჭერს მხარს იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ამ ცვლილებების მთავარი აპოლოგეტები, ოღონდ აქვე ვიტყვი იმას, რაც დღეს უთქვია სააკაშვილსაც, თუ ეს ხალხი არ გადაწყვეტს, რო ევროპულ საქართველოს მხარი დაუჭიროს, რა თქმა უნდა უნდა დაუჭიროს მხარი სხვა ოპოზიციურ პარტიებს" ამბობს კაპანაძე.

მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციონერ პარტნიორებს მიმართავს და სურვილს გამოთქვამს, რომ ხმები რომელიც ენმ-სთან არ წავა, ამ არჩევნებზე, გადანაწილდეს არა ივანიშვილის, არამედ სხვა ოპოზიციურ პარტიებში.  

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი