მოქალაქეები PCR ტესტის პასუხების მოლოდინში და კრიზისი ჯანდაცვის სისტემაში

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის ტესტის პასუხს ასობით პაციენტი უშედეგოდ ელის. კლინიკებში, ლაბორატორიებსა და საკარანტინე სივრცეებში  მოქალაქეებს პასხუს დღეების და ზოგჯერ ერთი კვირის განმავლობაშ ვერ აძ₾ევენ.   რატომ -  მათთვის მიზეზი  არავის განუმარტავს.

თეონა ნუცუბიძე დაგვიანებული ანალიზის პასუხის ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაშ ელოდა. ექვსი თვის ორსულს თვითიზოლაციაში ყოფნისას კორონავირუსი დაუდასტურდა და ამ ხნის გამნმალობაში ბათუმის კლინიკაში ანტისანიტარაისა და ექიმებისი სიმცირის გამო გუსაძლის მდგომარეობაში ღმოჩნდა. 

ირაკლი ვანაძე კი ბათუმის რესპუბლიკურ სააავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით რამდენიმე დღის წინ მოათავსეს. 18  სექტემბერს ტესტი ჩაუტარეს, თუმცა მეხუთე დღეა ჩაბარებული ანალიზის პასუხს უშედეგოდ ელოდება. უპასუხოდ დარჩენილი სხვა მოქალაქეების მსგავსად არც მისთის განუმარტავს ვინმეს, როდის გაიგებს არის თუ არა ვირუსის მატარებელი.

ტესტის პასუხების მოლოდინში მყოფი ასობით ადამიანი, უსასრულო რიგები საავადმყოფოებსა და ლაბორატორიებში - ასეთია ვითარება სეზონური ვირუსის წინ. მაშინ როცა მთავრობა ამტკიცებს რომ ეპიდემიას ის  სამაგაალითოდ ებრძვის უცნობია რას გეგმავს გრიპის  ვირუსის დაწყების შემდეგ, როცა ანალიზის პასუხების მსურველთა რაოდენობა რამდნეიჯემე გაიზრდება.

რამდნეად მზადაა ჯანდცავის სისტემა სეზნონური ვირსებისთვის იმ ფონზე როცა ქვეყანაში კორონავირუსის მაჩვენებელი ყოველდღე  იზრდება  და როგორ მოხდფება პაციენტების მკურნალობა კლინკებსა და ლაბორტაორებში ამ კითხვებზე პასუხი უცნობია. სპეციალისტები ჯანდაცვის სიტემის გაუმართაობაზე საუბრობენ და  ეჭვობენ, რომ  ქვეყანაში უმართავი პროცესები გარდაუვალი იქნება. ის რომ სეზონური ვირუსების  გავრცელება ქვეყანაში ეპიდ ვარებას უკიდურესად  გაართულებს ჯანდაცვის სპეციალისტების თქმით, ამის საშიშროება ყოველდღიურად იზრდება. 

IPSOS-ის კვლევებმა აჩვენა რომ კორონაპანდემიის პირობებში, ჯანდაცვის მიმართულებით მიღებულ ზომებს მოსახლეობა  გამოკითხულთა 18 % ძალიან კარგად, 17 კი, ძალიან ცუდად აფასებს. 25% თვლის, რომ ის მეტნაკლებად კარგი იყო, 16%-ის აზრით საშუალო, 16% კი მიიჩნევს, რომ ეს მეტნაკლებად ცუდი იყო.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი