ტაჯიკი ბიზნესმენის გატაცების საქმეზე ბრალდებულ ბაქარ ფარეულიძეს, ისლამ დუიშვილს და ზელიმხან აჭიშვილს სასამართლომ 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულების ადვოკატი გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, ამბობს რომ ბრალდება უსაფუძვლოა და ამის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არ არსებობს. ბრალდების მხარე კი მთავარ მტკიოცებულებად კაზინო შანგრილას სათვალთვალო კამერებიდან ამოღებულ ვიდეო ცანაწერებს ასახელებს.

კიდევ ერთი ბრალდებული ზელიმ ბაკაევია, რომელიც დანარჩენებისგან განსხვავებით ერთი დღით გვიან დააკავეს და სასამართლო მისი აღმკვეთი ღონისძიების შესახებ 22 სექტმებერს იმსჯელებს. ოთხივე დაკავებულს პროკურატურა ტაჯიკი   ბიზნესმენის გატაცებას , ძალადობას  და ფულის გამოძალვას  ედავება. 

ხეობის მცხოვრებლები მომხდარით შეშფოთებულები არიან და ყვებიან რომ დაკავებულების მონაწილეობა მსგავს  გარჩევებში არასდროს შეუმჩნევიათ. მომხდარიდან თვე ნახევრის შემდეგ საქმის გახსნას და პანკისელების დაკავებას ადგილობრივები წინა საარჩევნო პერიოდს უკავშირებენ

რატომ გახსნა საქმე თითქმის ორითვიანი დაგვიანებიტ შსს-მ და უკავშირდება თუ არა ეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ამაზე პასუხი არავის აქვს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი