მიხეილ სააკაშვილმა  უცხოეთში წარმატებულ ქართელებს  გეგმა გააცნო, რომელიც ქვეყნის სიღარიბიდან ამოყვანის გეგმას ეხება. 

 საქართველოს მესამე პრეზიდენტი  მიუნხენში მომავლის კონფერენციას დაესწრო და  კამპანია "ერთად სახლშის" ფარგლებში  ქართველ ემიგრანტებსაც შეხვდა, სადაც "ოცნების" ხელისუფლების შეცდომებზე ესაუბრა. 

პრეზიდენტ სააკააშვილის თქმით, მოქმედმა მმართველა ძალამ, არ გააგრძელა არც ერთი ის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც წინა ხელუფელბის დროს დაიწყო - ამის გმაგალითად სააკაშვილმა ტყიბულში, თბოელექტროსდაგურის მშენებლობა მოიყვანა, რომელიც 2013 წელს შეაჩერეს.  ქარხნის აშენების შემთხვევაში, სადგურზე 7 ათასამდე ტყიბულელი დასაქმდებოდა.

მიხეილ სააკაშვილმა მისი ხელისუფლებაშ ყოფნის შეცდომებზეც ისაუბრა და თქვა, რომ მთავარ შეცდომად მართმსაჯულების რეფორმას მიიჩნევს, რის გამოც ის თავად იქცა განსასჯელად პიჯაკების საქმის გამო, ამიტომ მან  უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანის აუცილებლობაზე ისაუბრა. გეგმის მიხედვით,  მთლიანად შეიცვლება ძალოვანი სტრუქტურების მმართველობის ფორმა და პოლიციის უფროსსაც პარლამენტი აირჩევს. 

აქვე პრემიერობის კანდიდატი სააკაშვილი, ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, 4 წლის თავზე 20 მილიონი ტურისტი უნდა ჰყავდეს საქართველოს.

აღსანიშნაცია, რომ ბოლო სოციოლოგიური კვლევით, რომელიც "მთავარი არხის" დაკვეთით ჩატარდა, ოპოზიციის საერთო რეიტინგი მმართველი გუნდისას აჭარბებს, რაც პრემიერობის კანდიდატისთვის იმას ნიშნავს, რომ 31 ოქტომბერს საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება და ამის მერე ქვეყანას სწრაფად უნდა დაიწყოს განვითარება. სააკაშვილისვე თქმით, მათი გამარჯვების შემთხვევაში ადგილი არ ექნება რევანშსა და სისხლისსამართლებრივ დევნას. 

აქვე შეგახენებთ, 8 სექტემბერს კი მესამე პრეზიდენტმა და პრემიერობის კანდიდატმა 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომლის განხორციელებასაც ის გაპრემიერების შემთხვევაში აპირებს.


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი