"როგორც სიყვარული ვერ იქნება ცალმხრივი ისე [აშშ-თან] ურთიერთობები ვერ იქნება ცალმხრივი" | კალაძე

გამოქვეყნდა:

"როგორც სიყვარული ვერ იქნება ცალმხრივი, ისე [აშშ-თან] ურთიერთობები ვერ იქნება ცალმხრივი", - ასე ეხმაურება თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკასთან საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობას.

"საქართველოს ხელისუფლება მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, მზად არის კიდევ უფრო გააღრმავოს, კიდევ უფრო მეგობრული გახადოს ეს ურთიერთობები, მაგრამ როგორც სიყვარული ვერ იქნება ცალმხრივი, ისე ეს ურთიერთობები ვერ იქნება ცალმხრივი...ხო დაგვასანქცირეს უკვე... კი ბატონო, გაფართოვდეს, ეს მათი უფლებაა..." - თქვა კახა კალაძემ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი