გაიხსნება თუ არა დამატებითი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ | ცესკო-მ გადაწყვეტილება ხვალ უნდა მიიღოს

გამოქვეყნდა:

ცენტრალური საარჩევნო კომისია დაძაბული და მნიშვნელოვანი სხდომისთვის ემზადება - ადმინისტრაციამ ხვალ უნდა გადაწყვიტოს, გაიხსნება თუ არა ქვეყნის ფარგლებს გარეთ დამატებითი უბნები, თუმცა ხელისუფლების გაცხადებული პოზიციისა და სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე სასამართლო კლანის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება ძალაში დარჩება და ემიგრანტებს არჩევნებში სრულფასოვნად მონაწილეობის საშუალება არც გარდამტეხ საპარლამენტო არჩევნებზე ექნებათ.

ნანა აფციაურმა მოსარჩელეების თხოვნა არ გაითვალისწინა და საქმის განხილვა შეწყდა. დავის საგანი არ არსებობს. ასე მიიჩნია მოსამართლემ. თუმცა ეს განმარტება მომჩივანებისთვის არაარგუმენტირებულია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ საქალაქო სასამართლომ არ დაავალდებულა ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომ საზღვარგარეთ უბნები გახსნას. 

ემიგრანტები საზღვარგარეთ უბნების გახსნას რამდენიმე თვეა, ითხოვენ, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ისმის განმარტება, რომ უბნები ვერ გაიხსნება. საპასუხოდ საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები თითქმის ყოველდღიურად მართავენ აქციებს ამ მოთხოვნით შეერთებული შტატებისა თუ ევროპის ქვეყნების სხვადასხვა ქალაქში. 

მოსარჩელეები დღევანდელი სარჩელით იტალიის ქალაქ ნეაპოლში და ესპანეთის ქალაქ არნედოში ითხოვდნენ უბნების გახსნას, რადგან საგარეო საქმეთა სამინისტროს დადასტურებული ინფორმაციით ამ ორ ქალაქში საკონსულო აღრიცხვა 50-ზე მეტმა ამომრჩეველმა გაიარა. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით კი ეს საკმარისია დამატებითი უბნის გასახსნელად. სპეციალისტები კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნევენ ცესკოს პოზიციას, რომ უბნების გახსნა ცესკოს დისკრეციული უფლებაა და ის იღებს გადაწყვეტილებას გახსნას თუ არა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი