"ლელოს საქართველოსთვის" ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ მისი პარტია არის ნამდვილი ოპოზიციური ძალა. მისი თქმით, არჩევნებზე ხელისუფლების ნამდვილი მოწინააღმდეგე "ლელო" იქნება.
განვმეორდები, არაფერი სენსაციური არ თქმულა, მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი არის ორი თავი ერთი სხეულის და ეს გაკეთებულ საქმეებზე, გადაბარებულ მოსამართლეებზე და მართვის მეთოდებზე ძალიან კარგად ჩანს, ამიტომ, ჩვენ სწორედ იმ პოზიციაზე ვართ, სადაც ვიყავით, ეს არის დამოუკიდებელი ძალა, დამოუკიდებელი პარტია და შესაბამისად, ჩვენ მოვდივართ მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის, - თქვა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძემ შეაფასა ბოლოდროინდელი პოლიტიკური კვლევები და აღნიშნა, რომ "გადაუწყვეტელი ამომრჩევლიდან" უმეტესობა მხარს "ლელოს" დაუჭერს. მისი აზრით, პარტია არჩევნებში 25%-ზე მეტს აიღებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-ის მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც კითხვას, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, მოსახლეობა შემდეგნაირად პასუხობს:
შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.
კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში "არჩევნები 2020".