ოლიგარქის გორში სტუმრობისას დაკავებული ბიზნესმენის საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

გამოქვეყნდა:

ცნობს თუ არა სამართალდამრღვევად სასამართლო გორელ ბიზნესმენს დღეს გახდება ცნობილი. ანტისაოკუპაციო რესტო ბარის მფლობელის დაკავების საქმეზე მოსამართლე გადაწყვეტილებას დღეს 10:30 საათზე გამოაცხადებს. 

იოსებ ბაბაევს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან და ამ ბრალდებით ის გორში,  ბიძინა ივანიშვილის ჩასვლის დღეს დააკავეს. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბიზნესმენს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და საკუთარ რესტორანში მისვლას, პროდუქტების მიტანის მიზნით ცდილობდა.  

ბაბაევის თქმით, მისი დაკავების ბრძანება ოლიგარქის სიმშვიდისთვის პირადად შიდა ქართლის პოლიციის უფროსმა, ვალერიან თელიამ გასცა.

მთავარი შაბათს | 28.12.2024
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი