სამოქალქო აქტივისტები საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელი სევროსასამართლოში დარეგისტრირდა

გამოქვეყნდა:

სამოქალქო აქტივისტები საქართველოს წინააღმდეგ - გიგა მაქარაშვილის, ზუკა ბერძენიშვილისა და ირაკლი კაჭარავას საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დარეგისტრირდა. 

საქმე ეხება 2019 წლის 18 ნოემბერს თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს ძალის გადამეტებას.

მოსარჩელეები ფიქრობენ რომ მათი დაკავებისას დაირღვა სამართლიანი სასამართლოს, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. სააპელაციო სასამართლომ კი მათი სარჩელის განხილვაზე უარი თქვა.

მოსარჩელეები დარწმუნებული არიან რომ მათი სარჩელი დაკმაყოფილდება, რაც იმას გულისხმობს, რომ კანონმდებლობაში ცვლილებები შევა. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მათი დაკავება იყო უკანონო და "თეთრი ძაფებით" შეკერილი საქმე.

შეგახსენებთ რომ 18 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები მას შემდეგ განახლდა, რაც "ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა დაპირება არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემაზე კანონპროექტი ჩააგდო.

მშვიდობიანი მომიტინგეები სპეცრაზმმა წყლის ჭავლითა და ძალის გამოყენებით დაშალა. დააკავეს 37 პირი. აქციის დაშლისას დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე სამართალდამცველები 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი