„ევროპული საქართველოს" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ "ევროპული საქართველო" იღებს ვალდებულებას - არ ითანამშრომლებს "ქართულ ოცნებასთან" და არ დაუჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას პრემიერმინისტრის თანამდებობაზე.
არავითარ შემთხვევაში არ ვითანამშრომლებთ „ქართულ ოცნებასთან" და მას არ შევუქმნით მთავრობას. მოვუწოდებთ ყველა სხვა ოპოზიციურ ძალას, რომ იგივე ტიპის ვალდებულება აიღონ. ასევე, შემიძლია აქვე დავამატო, რომ ჩვენ არ დავუჭერთ მხარს პრემიერმინისტრის პოსტზე მიხეილ სააკაშვილს" ამბობს კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალურმა მოძრაობამ" და გაერთიანებულმა ოპოზიციამ "ძალა ერთობაშია" პრემიერმინისტრობის კანდიდატად 7 სექტემბერს დაასახელა. 8 სექტემბერს კი ყოფილმა პრეზიდენტმა და პრემიერობის კანდიდატმა 9-პუნქტიანი გეგმა წარადგინა. 9-პუნქტიან გეგმაში რომელთა განხორციელებასაც ის გაპრემიერების შემთხვევაში გეგმავს, საუბარია სუს-ის გაუქმებაზე, პროკურატურის გაყოფასა და სხვა სისტემურ რეფორმებზე.