​ზაურ დარგალს მისივე გამოსახულებიანი ტორტი მიართვეს - საარჩევნო კამპანია მარნეულში

გამოქვეყნდა:

„ქართული ოცნების“ მარენულისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატს, ზაურ დარგალს მისივე გამოსახულებიანი ტორტი მიართვეს.

ტორტი დარგალს, სოფელ ბაიდარში, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს, ადგილობრივებმა მიუტანეს.

ინფორმაციას რადიო "მარნეული" ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციამ მმართველ გუნდი მარნეულში, გუშინ, 21 სექტემბერს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულა.

მათი ინფორმაციით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატთან, ზაურ დარგალთან წინასაარჩევნო შეხვედრისას მარნეულის მერიის თანამშრომლები და საარჩევნო კომისიის წევრები მიიყვანეს, რაც კანონდარღვევაა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი