ბაიდენმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ პროგრამაზე საპასუხო დარტყმას მხარს არ უჭერს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ის ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე საპასუხო იერიშის წინააღმდეგია. 

"პასუხი არის - არა", - განაცხადა ჯო ბაიდენმა კითხვაზე, მხარს უჭერს თუ არა ის ასეთ პერსპექტივას.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელს აქვს უფლება, რომ ირანს პასუხი გასცეს 1 ოქტომბერს ისრაელის დაბომბვის გამო, თუმცა, ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პასუხი უნდა იყოს პროპორციული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი