"არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე "ოცნება" აგრძელებს დაშინების კამპანიას" | ლანდსბერგისი

გამოქვეყნდა:

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოზეც ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე "ქართლი ოცნება" დაშინების კამპანიას აგრძელებს, რაც ევროპის საბჭოს ღირებულებებს არ შეესაბამება და ოთახში მყოფ ქართველ დეპუტატებსა და დიპლომატებს მოუწოდა საქართველოს დემოკრატიის გზაზე დაბრუნების პასუხისმგებლობა აიღონ.

"სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში არსებული სიტუაციით. არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე მმართველი პარტია აგრძელებს დაშინების კამპანიას როგორც პოლიტიკური ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და ზოგადად მოსახლეობის წინააღმდეგ. ეს არ შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს. ეს არ შეესაბამება ევროპის საბჭოს ღირებულებებს. ამიტომ მოვუწოდებ ქართველ დეპუტატებს და დიპლომატებს, რომლებიც სწორედ ამ დარბაზში არიან, აიღონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ, რომ საქართველო დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ევროპის გზას დაუბრუნდეს," - განაცხადა ლანდსბერგისმა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი