რაც უნდათ ის გამიკეთონ, სიცოცხლეც მიმიცია მაგათთვის, მაინც ვიპოვი მკვლელებს-მიხეილ რამიშვილი

გამოქვეყნდა:

ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ახალგაზრდა პროგრამისტის საქმეს მიჰყვება, როგორც "საკუთარი ოჯახის ტრაგედიას" და პროკურატურის მრავალი მცდელობის მიუხედავად, საქმიდან ვერ გამოთიშავენ. 

სულაც რო ციხეში გამიშვან, მაინც ვიპოვი მკვლელებს, დამნაშავეებს. ეს საქმე ჩემი შვილის ტრაგედიად მაქვს მიჩნეული და მაინც ბოლომდე მივიყვან - სულ რომ ყველაფერი წაიღონ. მაგრამ ერთი რაც მინდა ვთქვა - ჩემი ოჯახის წევრებს თავი დაანებონ, მე რაც უნდათ ის გამიკეთონ. სიცოცხლეც მიმიცია მაგათთვის, - ამბობს რამიშვილი "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი". 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ რამიშვილს პროკურატურამ ტელეფონი გუშინ ჩამოართვა და ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის ჩასატარებლად გაგზავნა.

პროკურატურა ბაჩალიაშვილის საქმეში მტკიცებულებების შესაძლო ფალსიფიკაციის საქმეს იძიებს. შესაბამისად, რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ ის დააკავონ.

საქმე ეხება სატელიტის ფოტოებს, რომლებზეც პროკურატურა აცხადებს, რომ დამონტაჟებული და ყალბია. 

რამიშვილს  ფოტოები დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა, რომელიც მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხა, როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვისას დაასახელა წყარო, ვინც სატელიტის ფოტოები გადასცა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი