მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა

გამოქვეყნდა:

გაურკვევლ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. ამ თემაზე მან სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვყენა.

მეგობრებო მობილური ტელეფონი და ნომერი ჩამომართვა პროკურატურამ, - წერს რამიშვილი.

რამიშვილი ამ დრომე პროკურატურაში რჩება, სადაც ბაჩალიაშვილის საქმეში ახალ ფიგურანტზე, სუს-ის ყოფილ თანამშრომლებზე გამოძიებას ინფორმაციას აწვდის. 

შეგახსენებთ, რომ რამიშვილმა განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მითითებებს აძლევდა. რამიშვილის თქმით, დღეს 21 სექტემებრს პროკურატურას სწორედ ახალი მოწმის გამოკითხვის ოქმი წარუდგინა, რომელიც 3 აგვისტოთი თარიღდება. 

რამიშვილის ამბობს, რომ პირი მას თავად დაუკავშირდა და უთხრა, რომ ბაჩალიაშვილს გარკვეულ ინფორმაციას ჩიპით აწვდიდია.

ბაჩალიაშვილის საქმის კიდევ ერთი ახალი ფიგურანტი, დავით ფურცხვანიძე კი აცხადებს, რომ სატელიტის ფოტოები, რომელიც ოჯახის ადვოკატს გადასცა, ყალბი არაა. "უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის" ხელმძღვანელი პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ ალტერნატიულ ექსპერტიზას ჩაატარებს.

ფურცხვანიძემ დღეს, 21 სექტემბერს საქმის კიდევ ერთ ახალ გარემოებაზე ისაუაბრა და აღნიშნა, რომ საფრანგეთში უნივერსიტეტს, სადაც ბაჩალიაშვილმა სტაჟირება გაიარა, სპეცსამსახურები აკონტროლებენ.  ფურცხვანიძე ამბობს, რომ საქმე ფულის გათეთრების მასშტაბურ სქემას უკავშირდება, რომელშიც მისი თქმით, სწორედ კომპანია ZAG-ის ხელმძღვანელი, აბრაჰამ რეიხბახია გარეული. 

ამ ბრალდებას კომპანიის წარმომადგენელმა უპასუხა და აღნიშნა, რომ ბაჩალიაშვილს მხოლოდ პროგრამულ უზრუნველყოფასთან ჰქონდა კავშირი და ის ვერსია, რომ რაიმე ინფორმაციასთან კავშირი ჰქონდა, გამორიცხულია.

პროკურატურა აცხადებს, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გასაჯაროებული სატელიტის კადრები დამონტაჟებული და ყალბია. 

გარდა ამისა, პროკურორმა ბრიფინგზე თქვა, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებულ ფოტოებზე სამართლებრივი რეაგირება საგამოძიებო უწყებას აუცილებლად ექნება. 

დავით ფურცხვანიძე მოსამართლის წინაშე უკვე დაიკითხა, როგორც მან აღნიშნა, გამოკითხვისას დაასახელა წყარო, ვინც სატელიტის ფოტოები მიაწოდა.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი