ლავროვი შამბასაც შეხვდა და "აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო პოზიციების" განმტკიცებაში დახმარებას დაპირდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კრემლის კიდევ ერთ მარიონეტს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი შამბას შეხვდა და "გამარჯვებისა" და "დამოუკიდებლობის დღე" მიულოცა, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმი 30 სექტემბერს აღნიშნავს.

ლავროვი შამბას დახმარების გაგრძელებას დაპირდა და იმედი გამოთქვა, რომ „ეკონომიკურ საქმეებში სასამართლო არბიტრაჟის გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ შეთანხმების "რატიფიცირების" შემდეგ, სოხუმში "დარჩენილი დოკუმენტების პროექტებზეც ოპერატიულად შეთანხმდებიან"

„ჩვენ გავაგრძელებთ აფხაზეთის დახმარებას სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. <...> ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას შეთანხმებების შესაბამისად, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და აფხაზეთის რესპუბლიკის საერთაშორისო პოზიციების განმტკიცების კუთხით“, - განაცხადა ლავროვმა

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის "საგარეო საქმეთა მინისტრსაც" შეხვდა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი