გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა - ლარი დღეს ისევ გაუფასურდა

გამოქვეყნდა:

გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა  გრძელდება - ლარი დღეს ისევ გაუფასურდა. ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი უკვე 3.2537 ლარი ღირს, მაშინ როცა დღეს მისი ოფიციალური ღირებულება  3.2295 ლარი იყო. შესაბამისად ეროვნული ვალუტა დოლართან 3 თეთრით გაუფასურდა.

ბაზარზე არსებულ პანიკას და გაურკევლობას თან ერთვის სამომხარებლო ფასების დრამატული ზრდა,  რაც საქართველოს მილიონობით მოქალაქისთვის სიღატიკესკენ მიმავალი  უმოკლესი გზაა. 

ფასების მატების ახალ ტალღას  უახლოესი დღეებშივე აანონსებს  ბიზენსი.  იმპორტირებული პროდუქციის გაძვირება სავარუდოდ უკვე ოქტომბრის პირველ რიცხვებში დაიწყება. თუკი ლარმა ვარდნა გააგრძელა, ფასები მოიმატებს ბეზინზე, ფქვილზე, პირველადი მოხმარების პროდუქციაზე - ყველაფერზე რაც იმპორტია.  თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ფასების მატებას წინასწარმეტყველებს ადგილობრივი წარმოებაც. 

ხელისუფლება კი მის მოქალაქეებს და ბიზნესს  ჯიუტად უმტკიცებს, რომ ისინი ცდებიან და ფასების რეკორდულ მატებაზე უბრალოდ თვალს ხუჭავს. ეკონომისტების ნაწილი თვლის რომ ოფიცილაური სტატისტიკა რეალურ ინფლაციას ვერ ითვლის და შესაბამისად მცდარი და უსაფუძვლოა ეროვნული ბანკისა და მთავრობის მოჩვენებითი სიმშვიდე. 

ფასებთან ერთად ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ შეამცირა იმ მოქალაქეების რეალური შემოსავალი, ვისაც კრედიტები უცხოურ ვალუტაში აქვს აღებული. ვიდრე ხელისუფლება ამ ადამიანების ფინანსური გადაწყვეტილებების ქილიკითაა დაკავებული, თავად "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა ეკონომიკურ უფსკურალმდე მიიყვანა. ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან  ივანიშვილის კაბინეტი რეკორდული მოცულობის საგარეო ვალებს იღებდა. უკვე დღის მდგომარეობით მთლიანი ვალების თანაფარდობა მშპ-სთან 60%ს გადასცდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მთავრობამ დაარღვია კანონი ეკონომიკური  თავისუფლების შესახებ, დაარღვია მაასტრიხტის კონვენცია და შევარდნაძის ეპოქაში დაბრუნდა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი