ხელისუფლება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ | კომუნიკაციების კომისია "ოცნების" სარჩელის განსახილველად ემზადება

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" სრული კონტროლის ქვეშ მყოფი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მორიგ სადამსჯელო ოპერაციას ამზადებს. ბექაურის უწყებაში უკვე შესულია მმართველი პარტიის საჩივარი, რომელსაც წინ პარლამენტის თავმჯდომარის მუქარა და ევროკავშირის ელჩზე მიტანილი იერიში უძღოდა. "ქართული ოცნება" კრიტიკული არხებისგან მოითხოვს უკრაინელი ხალხის ტრაგედიაზე აგებული და ღირსების შემლახავი, ჰუმანურობისა და ზნეობისგან დაცლილი ვიდეორგოლის ეთერში განთავსებას.

"მთავარი არხის", "ფორმულასა" და "ტვ პირველის" უარის შემდეგ ხელისუფლებამ საქმეში ბექაურის უწყება ჩართო, რაც პირდაპირი სიგნალია, რომ კრიტიკულ არხებს მორიგი დიდი ფინანსური ჯარიმა ემუქრება. ხელისუფლების დაანონსებული რეპრესიების პარალელურად, დამოუკიდებელი მედია ერთობლივი საჩივრით მიმართავს ცესკოს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი