განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილესა და ყოფილ ვიცე-მერს ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს

გამოქვეყნდა:

განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილესა და ყოფილ ვიცე-მერს ძალადობაში ადანაშაულებენ. ალუდა გოგლიჩიძეს  ყოფილი მეუღლე ბავშვების წართმევას აბრალებს. კავკასიის უნივერსიტეტის განათლების ფაკულტეტის დეკანის წინააღმდეგ მისი მეუღლე საუბრობს.

განათლების სფეროში არის ადამიანი , რომლეიც ძალადობს ქალზე და ბავშვებზხე.. ამ ადამიანს აქვს პოლიტიკური ამბიციები არის შენების მოძრაობის წევრი შესაბამისად ლელოს წევრი მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ჩემი შვილები დავუბრულნო, - ამბობს თეონა ჯულუხაძე.

თეონა ამბობს, რომ ყოფილი მეუღლე  მას ბავშვებს  არ ანახებს. მათი საერთო 12 წლის შვილი  სამი წელია რაც მამასთან  ცხოვრობს და ის დედის ნახვის სურვილს არ გამოთქვამს . თეონა ჯულუხაძე ბავშვის ამ გადაწყვეტილებას  ფსიქოლოგიურ ძალადობას აბრალებს.

"მთავრი არხი"  ალუდა გოგლიჩიძეს  დაუკავშირდა, რომელმაც  ჩვენთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, თუმცა მასთან სატელეფონო ინტერვიუს ჩაწერა მოვახერხეთ.  ბავშვების მამა სულ სხვა ვერსიაზე საუბრობს. ალუდა გოგლიჩიძე  პოლიტიკური  პარტია  "შენების მოძრაობის" წევრია და სსწორედ ამიტომაც  ყოფილი მეუღლის  ბრალდებებს პოლიტიკურ კონტექსტს უწოდებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, 2018 წლიდან  ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის - თეონა ჯულუხაძის საცხოვრებელი სახლი განისაზღვრა. თუმცა რადგან ერთ-ერთი ბავშვის სურვილი მამასთან ცხოვრება იყო ელიმენტის გადახდა დედას დაეკისრა. ალუდა გოგლიჩიძე კი მცირეწლოვანი ბავშვის ალიმენტს იხდის. თეონა ჯულიხაძე ამბობს რომ მისმა ყოფილმა მეუღლე ფსიქოლოგიური ძალადობა 7 წლის ბავშვზეც დაიწყო  და სასამართლოს გადაწყვეტილება დაარღვია.

თეონა ჯულუხაძე იმ ძალადობაზეც საუბრობს , რომელის მსხვერპლიც ქორწინებაში ყოფნის დროს 17 წლის მანძილზე იყო. ერთ-ერთი ასეთი ძალადობის შემდეგ ალუდა გოგლიჩიძეს შემაკავებელი ორდერი გამოეწერა.

დახმარების მიზნით  სახალხო დამცველს მიმართა.  ბავშვების უფლებების დასაცავად სახელმწიფომ სოციალური სამსახური ჩართო, თუმცა ორივე მშობელი მათ არასათანადო მუშაობაზე საუბრობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი