ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე შენობების თითქმის მესამედი რუსული კანონის მხარდამჭერი და ოცნების შემომწირველი ბიზნესმენის საკუთრებაშია

გამოქვეყნდა:

"ოცნების" მსხვილი შემომწირველი და რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენის კომპანია  თბილისის ძველ უბანში 5100 კვ.მ-ზე მეტ ფართობს ფლობს. შპს კატევე დეველოპმენტი ნიკო ფიროსმანის ქუჩაზე 5 შენობაში ფლობს ფართებს. ზოგან ათეულობით, ზოგან კიდევ ასეულობით კვადრატულ მეტრს, ნასყიდობა ყველა მათგანის შემთხვევაში 2019 წელს არის გაფორმებული.

ნიკო ფიროსმანის ქუჩა #27 - 01.16.01.005.013 - 70 კვ.მ

ნიკო ფიროსმანის ქუჩა #25 - 01.16.01.005.011 - 1970 კვ.მ

ნიკო ფიროსმანის ქუჩა #23 - 01.16.01.005.002 - 230 კვ.მ

ნიკო ფიროსმანის ქუჩა #42 - 01.16.01.007.002  - 1470 კვ.მ

ნიკო ფიროსმანის ქუჩა #40/36 -01.16.01.016.055 -1478 კვ.მ

აღნიშნული ფართებიდან აქტიური პროექტი ნიკო ფიროსმანის ქუჩა #40/36-ში ფიქსირდება, აქ კატევე დეველოპმენტი მულტიფუნქციური შენობის აშენებას გეგმავს. რა მიზნით შეიძინა კატევე დეველოპმენტმა მეზობლად მდგომ სახლებში მსგავსი რაოდენობის ფართები და უკავშირდება თუ არა ეს სამომავლოდ რამე მსხვილ პროექტს ჯერჯერობით უცნობია.

"კატევე დეველოპმენტის"დირექტორი ირაკლი ბოჭორიძე. 100% წილის მფლობელი კი შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობაა". რაც შეეხება შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობას" მისი დირექტორი და 100%-ის მფლობელი ზურაბ ჩხაიძეა - ოცნების მსხვილი შემომწირველი (540 000 ლარი), რუსული კანონის მხარდამჭერი, რუსეთში ღვინის ერთერთი მსხვილი ექსპორტიორი.

გარდა შემოწირულობისა  ზურაბ ჩხაიძეს ბიძინა ივანიშვილთან ახლობლობაც აკავშირებს, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ინფორმაციით, მისი მეუღლე ია მაქაცარია-ჩხეიძე ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკატერინე ხვედელიძის მეგობარია. ია მაქაცარია-ჩხაიძე 2017-2022 წლებში ა(ა)იპ სოლიდარობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ხოლო 2014-2017 წლებში ქალაქ თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი.

ოცნების დამფინანსებელია ზურაბ ჩხაიძის შვილი, ბიზნესმენი ალექსანდრე ჩხაიძეც.

ავტორი: ნინო ზედგენიძე

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი