გაიხსნება თუ არა საარჩევნო უბნები სტრასბურგში - ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე დღეს სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის საკითხს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
ოპოზიციის წარმომადგენლის, გიორგი სიორიძის განცხადებით, სტრასბურგში ამომრჩევლების ის რაოდენობაა, რაც საარჩევნო უბნის გახსნას ითვალისწინებს. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში კი უბნის გახსნა დიპლომატიურ წარმომადგენლობაშიც მოხდებოდა. მისი თქმით, ამ საკითხის მოგვარებაში შესაძლებელი იქნებოდა პრეზიდენტის კავშირების გამოყენება.
სიორიძეს ცესკოს თავმჯდომარემ უპასუხა და განაცხადა, რომ სტრასბურგის საკითხი დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში საერთოდ არ შედიოდა. გიორგი კალანდარიშვილმა ოპოზიციის განცხადებები საზღვარგარეთ 7 დამატებითი უბნის გახსნის პოზიტიური ნაბიჯის გადაფარვად შეაფასა.
თავად ემიგრანტები კი ამბობენ, რომ ბრძოლას გააგრძელებენ და ყველაფერს იზამენ იმისთვის, რომ ხელისუფლება დათმობაზე წამოვიდეს. მათივე თქმით, ისინი 20 ოქტომბერს დაგეგმილ საყოველთაო მარშსაც შეუერთდებიან.
იხილეთ ასევე: