"მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც AFD მოსწონს: მათი პროექტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას და გაწევრიანების პროცესის დასრულებას ითვალისწინებს" | ფიშერი

გამოქვეყნდა:

"მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც AFD მოსწონს: მათი პროექტი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებას და გაწევრიანების პროცესის დასრულებას ითვალისწინებს", - ამის შესახებ გერმანიის ელჩი საქართველოში, პეტერ ფიშერი X-ზე წერს და ბუნდესტაგის რეზოლუციას ეხმაურება. 

ფაქტები ბუნდესტაგის რეზოლუციის შესახებ. სათაური: "საქართველოს ევროპული მომავლისთვის"... ის სამი პარტიის მიერაა მიღებული, რომლებიც [ბუნდესტაგში] ადგილების 57%-ს იკავებენ და მთავრობას ქმნიან: "სოციალ-დემოკრატიული პარტია", "მწვანეები" და "თავისუფალი დემოკრატიული პარტია". გერმანიის მთავრობის მხრიდან ვეიმარის განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა გააკეთა, ანუ ჰანს-დიტრიხ გენშერის მემკვიდრემ. 

მთავარი ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტია შინაარსს ეთანხმება, თუმცა ხმა "არა"-ს მისცა, რადგან ის [რეზოლუციის] შექმნის მონაწილე არ ყოფილა (ნორმალურია). მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც "ალტერნატივა გერმანიისთვის" [AFD] მოსწონს: მათი პროექტი ამბობს [საქართველოსთვის] შენგენში უვიზო რეჟიმის გაუქმებას და საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასრულებას,” - წერს ფიშერი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი