Radio Farda: ევროკავშირი, რუსეთისთვის რაკეტების გაგზავნის გამო, ირანთან დაკავშირებულ პირებს დაასანქცირებს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გაგზავნის გამო ირანთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირებსა და იურიდიულ სუბიექტებს შემდეგ კვირას სანქციებს დაუწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას Radio Farda ავრცელებს. 

გამოცემის თანახმად, სამმა ანონიმურმა წყარომ მათთან საუბრისას თქვა, რომ სანქციებზე შეთანხმება, სავარაუდოდ, 14 ოქტომბერს, მოხდება და სანქცირებულ ორგანიზაციებს შორის Iran Air-იც იქნება. 

"დიახ, სანქციები ორშაბათს [რედ. - ბალისტიკური რაკეტების] გაგზავნის საპასუხოდ და შემდეგ, სავარაუდოდ, მეტი სექტორული სანქციები. ვერანაირ ნიშნავს ვერ ვხედავ, რომ რაიმე ყოყმანი იყოს". - თქვა გამოცემის ერთ-ერთმა წყარომ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი