"დემოკრატია თავისუფალ ვარდნაში" | ევროპელი პოლიტიკოსების გაფრთხილება ოლიგარქის ხელისუფლებას და გზავნილები ქართველ ხალხს

გამოქვეყნდა:

"დემოკრატია თავისუფალ ვარდნაში", - ასე აფასებს ევროპა ოლიგარქი ივნიშვილის რეჟიმის პოლიტიკას, რომელსაც ქვეყანა, პირველად საბჭოთა კავშირის დაშლის და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, იზოლაციისკენ მიჰყავს. პირველად ხდება, როცა ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების ერთგული დარჩეს. ანუ ევროპა "ქართულ ოცნებას" სთხოვს, არ გახდეს საკუთარი ქვეყნის მოღალატე მთავრობა. 

ევროპარლამენტის რეზოლუცია დამტკიცებულია. ევროპის 720 პარლამეტარიდან მას მხარი 495-მა დაუჭირა. რეზოლუციოაში მეოთხედ მოხვდა ჩანაწერი ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ და ქართველი ხალის საწინაღმდეგო ქმედებების გამო. პერსობალური საქნციები "ოცნების" ყველა იმ პირს, ვინც მონაწილეობს ანტიდასავლურ დეზინფორმაციასა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ სისასტიკეში. რეზოლუციის თანახმად, შეჩერდება ევროკავშირის ყველა დახმარება, რომელიც მიეწოდება საქართველოს მთავრობას, ევროპის დახნარება გაიყინება არადემოკრატიული კანონების გაუქმებამდე.

"ქართული ოცნება" ქართულ კოშნარად იქცა", - ისმოდა გერმანიის ბუნდესტაგში. გერმანელი კანონმდებლები ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას და ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ. მიზეზი "ქართული ოცნების" ავტორიტარული და ანტიდასავლური პოლიტიკაა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი