იტალიაში, თავდასხმისა და ყაჩაღობის ბრალდებით, 33 წლის ქართველი კაცი დააკავეს

გამოქვეყნდა:

იტალიაში, თავდასხმისა და ყაჩაღობის ბრალდებით, 33 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია 1991 წელს დაბადებული დათო ადეიშვილ-თავართქილაძე. 

მედიის ცნობით, ახალგაზრდა ქართველი კაცი ადგილობრივ დაჯგუფებასთან ერთად მოქმედებდა - ისინი თავს ყოფილ დამსაქმებელს დაესხნენ, სცემეს ისიც და მისი მეუღლე და შვილიც. ცნობილია, რომ შემთხვევა ოჯახში, ბავშვების თანდასწრებით, მოხდა. 

როგორც ირკვევა, თავდასხმის მიზეზი სახლიდან ძვირფასი ნივთებისა და ფულის გატანა იყო. 

დაკავებულს თავისუფლების 17 წლით აღკვეთა ემუქრება.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი