EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. 27 მინისტრის შეხვედრა ლუქსემბურგში თბილისის დროით 12:00 საათზე გაიმართება. არსებობს მოლოდინი, რომ ევროპელი მაღალჩინოსნები საქართველოს ხელისუფლებას ამ შეხვედრაზეც გააკრიტიკებენ და "ოცნების" გუნდის მიმართ კრიტიკულ გზავნილებს გააჟღერებენ. 

საქართველოს შესახებ მსჯელობა იგეგმება 17-18 ოქტომბერს, ევროპული საბჭოს სხდომაზეც. 

შეგახსენებთ, რომ მანამდე, ევროპელმა ლიდერებმა ამავე საკითხზე 9 ოქტომბერს იმსჯელეს და რეზოლუციაც მიიღეს:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი