"ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს დღეს დაასახელებს.
კანდიდატებს 21:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში წარადგენენ.
შეგახსენებთ, რომ ენმ-ს თბილისში მაჟორიტარობის სამი კანდიდატი ნიკა მელია (გლდანი), ლევან ხაბეიშვილი (სამგორი) და ხატია დეკანოიძე (ისანი) ყავს დასახელებული.
შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბერს ნაციონალურმა მოძრაობამ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა და მაჟორიტარობის 5 კანდიდატი წარადგინეს.
ბლოკის შემადგენლობაში იქნებიან - "ნაციონალური მოძრაობა", "რესპუბლიკური პარტია", მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის", მოძრაობა "ევროპელი დემოკრატები". გარდა ამისა, ბლოკს შეუერთდა კახა ოქრიაშვილისა და ცეზარ ჩოჩელის ახალი პარტიაც - "პროგრესი და თავისუფლება".