"გვინდა, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს და მომავალ დღეებში მას [არჩევნებს] ახლოდან დავაკვირდებით", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ტრადიციულ ბრიფინგზე საუბრობს და საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებზე დასმულ კითხვას პასუხობს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.