ადვოკატები მიხეილ რამიშვილის მხარდასაჭერად - აქცია საქალაქო სასამართლოსთან

გამოქვეყნდა:

ადვოკატები მიხეილ რამიშვილს მხარდაჭერას უცხადებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, რამიშვილის და ქობესაშვილის გამოკითხვის პარალელურად მათი კოლეგები შეიკრიბნენ.

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები დღეს მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით იკითხებიან. საქმე ეხება სატელიტის ფოტოებს, რომელიც რამიშვილს დავით ფურცხვანიძემ გადასცა და მათი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იქ, სადაც ის რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს, არ ფიქსირდება.

ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურის მხრიდან ტელეფონის ჩამორთმევა და პირადი ინფორმაციის ამოღება, არის ზეწოლა და მიზანი არის ერთი - იურისტებმა ვერ გამოიძიონ გახმაურებული საქმეები.

"პროცესებიდან გამოვედით და ვუცხადებთ სოლიდარობას. ეს ადამიანი უსამართლოდ ისჯება" - ამბობს ადვოკატი ლექსო კობაიძე. მისივე თქმით, თუ პროკურატურა მიხეილ რამიშვილს ბრალს წარუდგენს, ადვოკატებს მწვავე რეაგირება ექნებათ.

დღევანდელ აქციაზე თამარ ბაჩალიაშვილის დედაც მივიდა.

საქართველოს პროკურატურა ამბობს, რომ ფოტოები ყალბია. საგამოძიებო უწყებამ ამ საქმესთან დაკავშირებით მოკვლევა მტკიცებულებების გაყალბების და ფალსიფიცირების მუხლით დაიწყო.

თავად ადვოკატები კი ამბობენ, რომ სატელიტის კადრები, მათ მტკიცებულებად არ წარუდგენიათ და ეს იყო მხოლოდ ინფორმაცია, რომელიც გამოძიებას მიაწოდეს.

მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო, მიხეილ რამიშვილმა მისი დაკავებაც არ გამორიცხა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო უყება ბაჩალიაშვილის საქმიდან მის ჩამოშორებას ცდილობს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი