ლუკაშენკოს საიდუმლო ინაუგურაცია - მეექვსე საპრეზიდენტო ფიცი

გამოქვეყნდა:

ალექსანდრ ლუკაშენკოს საიდუმლო ინაუგურაცია. ბელარუსის პრეზიდენტმა მორიგი და მეექვსე საპრეზიდენტო ფიცი ისე დადო, რომ წინასწარ ამის ესახებ ინფორმაცია ცნობილი არ ყოფილა.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ ლუკაშენკოს ლეგიტიმაციას დასავლეთი არ აღიარებს. 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ქვეყნის ცესკო-მ ლუკაშენკო ისევ პრეზიდენტად გამოაცხადა 81%-იანი მხარდაჭერით, ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

ბელარუსის მოსახლეობა არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა. მინსკში მრავალათასიანი მარში რამდენჯერმე გაიმართა. სამართალდამცველებმა კი მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალის გამოყენებით დაშალეს. აქციებს მსხვერპლიც მოჰყვა

ახალგაზრდები ქაშვეთთან იკრიბებიან | მთავარის სპეც ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი