"სისულელეს რომ იტყვი ადამიანი..." | კალაძე ბორელის განცხადებაზე

გამოქვეყნდა:

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი, უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას „სისულელეს” უწოდებს.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ჩვენს ევროპულ მეგობრებსა და ბატონ ბორელსაც, მაგრამ სისულელეს რომ იტყვი ადამიანი, წარმოუდგენელია. ამ ქვეყანაში ხალხი ხომ ცხოვრობს არა, ყოველდღიურობაში ხომ გრძნობენ თავისუფალია, არ არის თავისუფალი, ბიზნეს ართმევს ვინმე, არ ართმევს. ხომ შეუძლებელია ისეთი რაღაც დააბრალო და მოიგონო, რაც არ არსებობს. ”, – ამბობს კალაძე.

მერი დღეს ამტკიცებდა, რომ მასზე პროევროპელი ცოტაა ქვეყანაში: 

"ჩემზე პროევროპელი და პროამერიკელი არ ვიცი რამდენი ადამიანი შეიძლება დადიოდეს ქვეყანაში-პირველი და უმნიშვნელოვანესი არის ჩემი ქვეყანა, პირველი მე ვარ პროქართველი" - თქვა კალაძემ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი