"შრომითი ხელშეკრულებების განახლებაა" | რუსთავის მერის თავის მართლება "მთავარი არხის" ჟურნალისტურ ექსპერიმენტზე

გამოქვეყნდა:

რუსთავის მერი ამტკიცებს, რომ "მთავარი არხის" ეთერში კონტექსტიდან ამოგლეჯილი კადრები და კომენტარები გავიდა. საუბარია რუსთაველი მეეზოვეებისთვის წინასაარჩევნოდ პირადობის მოწმობების ჩამორთმევაზე. "მთავარმა" გუშინ, 17 ოქტომბერს ამ თემაზე ჟურნალისტური ექსპერიმენტი მოამზადა.

დღეს კი ლაცაბიძემ სპეციალურ ბრიფინგზე თავის მართლება სცადა და წინასწარ დაწერილი ტექსტით ამტკიცებდა,  რომ  "რუსთავსერვისცენტრში" დასაქმებულებს პირად მონაცემებს შრომითი ხელშეკრულებების გაგრძელების მიზნით სთხოვენ: 

"ააიპი რუსთავსერვისცენტრში" შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ თანამშრომლებთან ხელშეკრულების განახლება ხდება ეტაპობრივად, კონკრეტული ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შესაბამისად, რისთვისაც, დასაქმებულებს უწევთ გარკვეული დოკუმენტების წარმოდგენა, მათ შორის, ვალიდური პირადობის მოწმობებით და უწევთ ხელმოწერის გაკეთება განახლებულ ხელშეკრულებაზე. ამ რუტინულ პროცედურას არაფერი აქვს საერთო არჩევნებთან" წაიკითხა ნინო ლაცაბიძემ.

ის "მთავარი არხისგან" ითხოვს "უწყვეტი კადრების" ჩვენებას და ამტკიცებს, რომ ჟურნალისტმა ერთ-ერთ რესპონდენტს "სულ სხვა შინაარსის" შეკითხვა დაუსვა, პასუხი კი "კონტექსტიდან ამოგლეჯილად დაამახინჯა". გარდა ამისა, ლაცაბიძე ამბობს, რომ რეპორტაჟში ნახსენები პირები, "რუსთავსერვისცენტრის" თანამშრომლები არ არიან და არც ყოფილან. 

იხილეთ რეპორტაჟი:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი