რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების გაშუქებისას დაზარალებული მედიის წარმომადგენლების სარჩელი | მოსარჩელეები მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო 2023 წელს რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების გაშუქებისას დაზარალებული 18 ჟურნალისტისა და ოპერატორის სარჩელი. მოსარჩელეები ითხოვენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიყენებული მორალური ზიანი აუნაზღაუროს. საქმეს სასამართლოში მედია ომბუდსმენი უძღვება. 

მიუხედავად იმისა რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაუყოვნებლივ  დაიწყო გამოძიება, დამნაშავე პირები ამ დრომდე არ გამოვლენილან და შესაბამისად სამართლებრივი პასუხისმგებლობაც არავის დაკისრებია.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი