ქაშუეთში, წინასაარჩევნოდ, ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობა აკურთხეს

გამოქვეყნდა:

წინასაარჩევნოდ, საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკურმა მოძრაობამ საარჩევნო კამპანია, სიმბოლურად, ქაშუეთის ეკლესიიდან დაიწყო. კამპანიის დაწყებამდე კი პარტია სასულიერო პირებმა აკურთხეს.

აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტი არჩევნებში დამოუკიდებლად პირველად მონაწილეობს. მისი საარჩევნო ნომერი 51 იქნება. 

31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა. 

რომელ პარტიას რა რიგითი ნომერი ექნება ბიულეტენში - ცესკო-მ პარტიების ნომრები განსაზღვრა

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა
პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი