შესაძლოა, სწავლა კიდევ გადაიდოს - ოპოზიცია ჯანდაცვისა და განათლების მინისტრის გადადგომას ითხოვს

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ჯანდაცვისა და განათლების მინისტრების გადადგომას ითხოვს. მიზეზი ეპიდემილოგიური ვითარებაა, რის ფონზეც სწავლა, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირით გადაიდოს.  

ხელისუფლების ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და "ქართული ოცნების" ხელისუფლება, კორონავირუსით ინფიცირებულთა რეალურ მონაცემებს მალავს. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერს ხელისუფლება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გამო აკეთებს და ციფრებით მანიპულირებს. 

ოფიციალური მონაცემების მიხედვით დღეს ქვეყანაში Covid 19-ის დიაგნოზით 2 მოქალაქე გარდაიცავალა.  დედაქალაქში კი დილის მონაცემებით 34 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღეს, 23 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის რეკორდული - 227 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი