კრიტიკული გზავნილები და მორიგი გაფრთხილება დასავლეთიდან | "ოცნების" პასუხი ევროპელ პარტნიორებს

გამოქვეყნდა:

გერმანია, საფრანგეთი, დანია, ბელგია, ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, პოლონეთი, პორტუგალია, ფინეთი, შვედეთი და ჩიხეთი ოლიგარქის პარტიის ტყუილებს საჯაროდ ამხელს. ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის მინისტრებს სააშკარაოზე გამოაქვთ ყველა ის პროპაგანდისტული გზავნილი, რითიც "ქართული ოცნება" საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს. არანაირი ზეწოლა დასავლეთიდან არ არსებობს. ევროინტეგრაციის შეჩერების ერთადერთი და მთავარი მიზეზი მოქმედი მმართველი პარტიაა, წერია 13 ევროპელი მინისტრის მიერ ხელმოწერილ წერილში.

მთავარი სათქმელი კი მათ ქართველი ხალხისთვის აქვთ, რომლებმაც საქართველოს მომავალი 26 ოქტომბერს, საარჩევნო ყუთებთან უნდა გადაწყვიტონ.  

ხელისუფლების ტყუილების მხილების სერიამ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ მოწოდებამ პრემიერ მინისტრი წყობიდან გამოიყვანა. ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისთვის და მისი გუნდისთვის საქართველოს პარტნიორების განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.

ვის განცხადებას აქვს მისთვის ფასი - ირაკლი კობახიძე აღარ აკონკრეტებს. მმართველი გუნდისთვის რომ დასავლეთის პოზიციას ჩალის ფასიც აღარ აქვს, ეს პარტნიორებმაც კარგად გაიგეს. სწორედ ამიტომ მათი ყველა განცხადების მთავარი ადრესატი ქართველი ხალხია, მოქალაქეები, რომლებმაც 26 ოქტომბერს მთავარი არჩევანი უნდა გააკეთონ.

შეჯიბრი, ვინ უფრო ეფექტურად გალანძღავს საქართველოს მოკავშირეებს - ასეთია ქართული ოცნების ყოველდღიურობა. ოლიგარქის პარტიის მხრიდან თავდასხმებს პარტნიორები დიდხანს ისმენდნენ და ითმენდნენ, ახლა კი ჩათვალეს რომ ქართულ საზოგადოებას მაქსიმალურად მკაფიოდ უნდა დაანახონ რამდენად დიდი საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა, თუ 26ში არსებული რეალობა არ შეიცვლება. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი