საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და EU-ს ლიდერები მკაფიოდ აცხადებენ, რომ მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებია | ჰერჩინსკი

გამოქვეყნდა:

"როგორც იცით, სამწუხაროდ, ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ისტორიულად არის გაუარესებული. საქართველოს ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა და ევროკავშირის ლიდერები მკაფიოდ აცხადებენ, რომ ამის მიზეზი საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯებია. ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, გულსატკენია, როდესაც ვხედავ, რომ სხვა ქვეყნები წინ მიიწევენ ევროკავშირის წევრობისკენ, საქართველო კი, ნაცვლად ამისა, სულ უფრო შორდება ამ მიზანს. შეხედეთ, რა ხდება მოლდოვაში: ხალხი გავიდა, მიიღო მონაწილეობა რეფერენდუმში და აირჩია ევროპული მომავალი. სხვაობა ძალიან მცირე იყო, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ ხმას აქვს მნიშვნელობა. ამიტომ, გთხოვთ, წახვიდეთ არჩევნებზე და მისცეთ ხმა საკუთარ მომავალს და საკუთარი შვილების მომავალს". 

განაცხადა ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ. [მიმართვა სრულად]

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი