"მიზანია დასჯა და დაშინება" | სტრასბურგის სასამართლო რუსეთში "აგენტების კანონზე"

გამოქვეყნდა:

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთში მოქმედ "აგენტების კანონზე" [ Kobaliya and Others v. Russia] გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომელშიც ნათქვამია, რომ კანონმდებლობის მიზანია დასჯა და დაშინება და არა გამჭვირვალობის ან კანონიერების რაიმე სავარაუდო საჭიროების მოგვარება.

ევროსასამართლომ დაადგინა ევროკავშირის მე-10 (სიტყვის თავისუფლება); მე-11 (გაერთიანების თავისუფლება) და მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) მუხლების დარღვევა. 

სასამართლომ დაადგინა, რომ ეს კანონმდებლობა არის მასტიგმატიზებელი, შეცდომაში შემყვანი და გამოიყენება ზედმეტად ფართო, არაპროგნოზირებადი გზით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი