გატაცებები და ე.წ. ბორდერიზაცია - ერგნეთში დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა და საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე ბორდერიზაციის საკითხზე ისაუბრებს ქართული მხარე ერგნეთში, დღევანდელ შეხვედრაზე და ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ზაზა გახელაძის გათავისუფლებას მოითხოვს.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის გათავისუფლების საკითხიც განიხილება.

ზაზა გახელაძისგან, რომელიც ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი დააკავეს,  რამდენიმე დღის წინ ოჯახმა კიდევ ერთი წერილი მიიღო, რომელშიც გახელაძე მეუღლეს მისი ჭრილობების შესახებ უყვება. დანარჩენ ორ დაკავებულზე ოჯახებს ამ დრომდე ახალი არაფერი სმენიათ.

33 წლის ზაზა გახელაძე ოკუპანტებმა გამყოფი ხაზიდან 11 ივლისს გაიტაცეს.

47 წლის ხვიჩა მღებრიშვილი ოკუპანტებმა 3 ივლისს, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დააკავეს. დეფაქტო ცხინვალის მტკიცებით, დაკავებული ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურების დასაჭერად გადავიდა, რომელთა რეალიზაციასაც აშშ-ს მოქალაქეებზე გეგმავდა.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მოგვიანებით ვერსია შეცვალეს და მღებრიშვილს ე.წ. საზღვრის გადაკვეთას ედავებიან.

რაც შეეხება გენადი ბესტაევს. ის ოკუპანტების ტყვეობაში 2019 წლის ნოემბრიდან არის და საპყრობილეში ორწლიან "სასჯელს" იხდის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი