"დარწმუნებული ვარ, შესაბამისი მოტივები ჰქონდათ" | კალანდარიშვილი ცესკოს სტრატეგიული ობიექტების სიაში შეყვანაზე

გამოქვეყნდა:

დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისი მოტივები და შესაბამისი წინაპირობა ჰქონდათ იმის თაობაზე რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული - აცხადებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს შენობის სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში შეყვანაზე:

"შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ეს, მათ შორის, ეფუძნებოდეს იმ გარემოებას, როდესაც წინა წლებში, განსაკუთრებით 2020 წლის შემთხვევას თუ გავიხსენებთ, როდესაც ხორციელდებოდა გარკვეული დემონსტრაციები ინსტიტუციის შემოგარენში და ის შედეგები, რომელიც ამ ყველაფრის შედეგად იყო და ის საფრთხეები, რისკები, რომელიც ზოგადად ინსტიტუციის გამართულ ფუნქციონირებას აყენებდა გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ. აქედან გამომდინარე, ალბათ შესაბამისი გარემოებების შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება". აღნიშნა კალანდარიშვილმა.

შეგახსენებთ, 23 ოქტომბერს, პრემიერ კობახიძის განკარგულებით,  ცესკო სტრატეგიული ობიექტების იმ ნუსხაში შევიდა, რომლის ბლოკირება სისხლის სამართლის კოდექსით და პატიმრობით ისჯება. საარჩევნო ადმინისტრაციის შენობაზე ამიერიდან იგივე შეზღუდვა ვრცელდება, რაც პარლამენტისა და მთავრობის კანცელარიის შენობებზე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი