"ოცნების" ქმედებები ქვეყანას რუსიფიკაციისკენ უბიძგებს... მოვუწოდებთ ევროკავშირს, დააწესოს სანქციები" | კოლსი

გამოქვეყნდა:

"ოცნების" ქმედებები ქვეყანას რუსიფიკაციისკენ უბიძგებს... მოვუწოდებთ ევროკავშირს, დააწესოს სანქციები", - ამის შესახებ ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი სოციალურ ქსელში წერს და ევროპარლამენტარების განცხადებას ავრცელებს. 

"საქართველოს არჩევნები დაშინების, ამომრჩევლის მოსყიდვისა და სახელმწიფოს ჩარევით ჩატარდა. რაც ევროპულ სტანდარტებს ბევრად ჩამოუვარდებოდა. „ქართული ოცნების“ ქმედებები ქვეყანას რუსიფიკაციისკენ უბიძგებს. მოვუწოდებთ ევროკავშირს, დაიკავოს პოზიცია და დააწესოს სანქციები მათზე, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას", - წერს კოლსი.

"შეშფოთებულები ვართ ქვეყნის ბელარუსიზაციის გამო... ვითხოვთ პირად სანქციებს მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ უსამართლო გავლენის, დაშინებისა და მუქარისათვის...", - წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში, რომელსაც რიჰარდ კოლსი ავრცელებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტარები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს, ისწრაფვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისკენ. მათივე თქმით, საქართველო იმსახურებს ადგილს გაერთიანებული ევროპის გულში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი