"შეშფოთებულები ვართ საქართველოს ბელარუსიზაციის გამო... ვითხოვთ პირად სანქციებს" | ევროპარლამენტარების განცხადება

გამოქვეყნდა:

"შეშფოთებულები ვართ ქვეყნის ბელარუსიზაციის გამო... ვითხოვთ პირად სანქციებს მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ უსამართლო გავლენის, დაშინებისა და მუქარისათვის...", - ამის შესახებ ევროპარლამენტარების განცხადებაშია საუბარი, რომელსაც სოციალურ ქსელში ევროდეპუტატი რიჰარდ კოლსი ავრცელებს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროპარლამენტარები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს, რომლებიც იზიარებენ ევროპულ ღირებულებებს, ისწრაფვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისკენ. მათივე თქმით, საქართველო იმსახურებს ადგილს გაერთიანებული ევროპის გულში. 

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ჟიგიმანტას პავილიონისი, 
  • ჩარლ ფლანგანი, 
  • მარკო მიკელსონი,
  • რიჰარდ კოლსი, 
  • ბოგდან კლიჩი,
  • კერსტინ ლუნდგრენი, 
  • ლია ჰუარტაპელე, 
  • ალექსანდრ მერეჟკო,
  • ინარა მუნიეც,
  • რადოსლავ ვოგიელი, 
  • ალი ესასი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი