ნუ იმალებით - “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ თუ “ქართულ ოცნებას“ ქვეყნის დემოკრატიულად მართვა სურს, დებატებში მონაწილეობასაც უნდა დათანხმდეს. მისივე თქმით, ფორმატს და ტელევიზიას მნიშვნელობა არ აქვს და არჩევანს “ქართულ ოცნებას” უტოვებს.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილო, ნებისმიერ თქვენ მიერ კონტროლირებად ტელევიზიაში გამოდით, თუ თვლით, რომ დემოკრატიას აშენებთ, გამობრძანდით და დავიწყოთ დებატები. დებატები არა იმისათვის, ვინ ვის აჯობებს, არამედ დებატები იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ვაჩვენოთ, სად არის გადარჩენის გზა, სად არის ის ფორმულა, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს იმ მძიმე მდომარეობიდან, რომელშიც თქვენ ის შეიყვანეთ. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ იმალებით. ჩვენი „მარშალის გეგმით“ შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობა, თუ როგორ გამოვა ქვეყანა ამ კრიზისიდან და აშენდება, როგორც შემდგარი სახელმწიფო,“- მიმართა ხაზარაძემ ივანიშვილს
ბიძინა ივანიშვილი საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა. მაშინ როცა "ოცნებამ" მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა და საარჩევნო სიის ოცეული დაასახელა.
თუმცა, ივანიშვილიაქტიურად ჩანს საარჩევნო ბილბორდებზე. "ქართულმა ოცნებამ" ნაცად ხერხს მიმართა და წინასაარჩევნო პლაკატებზე ივანიშვილის ფოტოები გამოფინა