"საშინაო გამოძიებას რას ერჩიან?..." | პაპუაშვილის პასუხი ოპოზიციის მოთხოვნებს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვს "ქართულ ოცნებას" საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით, ირონიულად პასუხობს -  "საშინაო გამოძიებას რას ერჩიან? საშინაო რომ იყოს რა პრობლემაა? რატომ არ ენდობიან?" - უპასუხა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს. 

რასაც საერთაშორისო გამოძიება სჭირდება და რაც ნამდვილად არის მათ იურისდიქციაში და შეუძლიათ, პირველი გამოიძიონ ამერიკული კომპანია "ედისონ რისერჩის" მიერ ეგზიტპოლის გაყალბება. ეს ხომ დადასტურდა რომ გაყალბებულია, თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ გაყალბებული არის? ხომ დადასტურდა რომ ეს არის გაყალბებული კვლევა. ახლა გამოიძიონ აბა რატომ გაყალბდა, იდგა ამის უკან პოლიტიკური კორუფცია და გავლენები, იდგა ამის უკან ფულით კორუფცია ქრთამი, თუ რა იდგა. ფაქტია, რომ ეს იყო გაყალბებული ეგზიტპოლი და "ედისონ რისერჩმა" შეასრულა ის როლი, რაც ISFED ("სამართლიან არჩევნებს") ჰქონდა 2020 წელს, რაღაც ციფრებით აცდენა, უნდა არეულობა შემოეტანათ საზოგადოებაში. პირველი, შეუძლიათ გამოძიება "ედისონ რისერჩის" და მათ იურისდიქციაშია და კი ბატონო, გამოიძიონ გვაჩვენონ კაი ობიექტური გამოძიება რა არის. მეორე, მე რამდენი ხანია ვამბობ, რომ ჯერ კიდევ ვალად ადევს ამერიკის ხელისუფლებას 2020 წელს გამოიძიოს პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით სინამდვილეში რა ხდებოდა," - ამბობს პაპუაშვილი. 

რაც შეეხება სიების გახსნის მოთხოვნას, პაპუაშვილი ამბობს, რომ ეს ცესკოს პრეროგატივაა:

"ჯერ ეს ერთი "ქართული ოცნება" და ვერც პარლამენტი, ან მთავრობა სიებს ვერც გამოაქვეყნებს, ვერც ვერაფერი. ეს არის ცესკო-ს სიები, ასე ვთქვათ და მათი პრეროგატივა. სიები მათ აქვთ, სიები მათ სინამდვილეში აქვთ, არჩევნებამდე ყველა პარტია ითხოვს და მათ აქვთ მთლიანი სია ყველა ამომრჩევლის. ზეპირად იციან სიები და არანაირი პრეტენზია მათ არცერთ სიასთან მათ არ ჰქონიათ. ახლა რა სია უნდათ არ ვიცი, ვინ ვის მისცა ხმა ის სია უნდათ? ასეთი სია არ არსებობს. ამას ქვია ზუსტად ამომრჩეველზე ზეწოლა, თუკი ასეთი სია უნდათ. არ ვიცი საერთოდ რა სიებს გულისხმობენ არ ვიცი, გასულია." თქვა პაპუაშვილმა.

 იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი