შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები არჩევნების გაყალბების სხვადასხვა მიმართულებაზე; კოორდინირებულად მოგაწვდით ინფორმაციას | ვაშაძე

გამოქვეყნდა:

სისტემურად ვმუშაობთ, რომ ჩვენი გამარჯვება უკან დავიბრუნოთ. მნიშვნელოვანია ქვეყნის შიგნით და გარეთ კოორდინირებული ნაბიჯები, შექმნილია შესაბამისი სამუშაო ჯგუფები არჩევნების გაყალბების სხვადასხვა მიმართულებაზე, რომ ყველა ეს მტკიცებულება დავდოთ და გაჩვენოთ - აცხადებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ- ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე პრეზიდენტთან კონსულტაციების დასრულების შემდეგ.

პროდასავლური ოპოზიციური პარტიების ლიდერები ორბელიანების სასახლეში დღეს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. საუბრის მთავარი თემა გაყალბებული არჩევნების საერთაშორისო გამოძიება და სამოქმედო გეგმა იყო.

ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ გაყალბების სქემის ყველა მიმართულება გახსნილია და მალე გასაჯაროვდება:

"ის ფაქტი, რომ ცესკო უკვე უარყოფს და უარს ამბობს წვდომები გვქონდეს სხვადასხვა შედეგებთან, სხვადასხვა მონაცემებთან, თავისთავად მიუთითებს, რომ უბრალოდ კი არ გააყალბეს, გადაწერეს მონაცემები. ამიტომ, ჩვენ სისტემურად, კოორდინირებულად, ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, მოგაწვდით ინფორმაციას. იცოდეთ, რომ არც ერთი ნაბიჯი უკან არ იქნება, ამ პროცესში გავიმარჯვებთ, მთავარია, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს არ უღიარებიათ ეს არჩევნები" ამბობს ვაშაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი