ევროკომისიის მოხსენების ძირითადი ნაწილი: თუ საქართველო არ შეცვლის ახლანდელ კურსს, ევროკომისია ვერ გაუწევს რეკომენდაციას მოლაპარაკებების დაწყებას | იოზვიაკი

გამოქვეყნდა:

"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს კორესპონდენტი, რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის ძირითად ნაწილს აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ: 

"ძირითადი ნაწილი ევროკომისიის მოხსენებაში გაფართოების შესახებ: "თუ საქართველო არ შეცვლის ახლანდელ კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის გზას ევროკავშირში და არ აჩვენებს ხელშესახებ ძალისხმევას, არსებული პრობლემებისა და ძირითადი რეფორმების გადასაჭრელად, ევროკომისია ვერ იქნება იმ პოზიციაში, რომ საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას გაუწიოს რეკომენდაცია" - წერს იოზვიაკი

შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს გაფართოების შესახებ ანგარიში გამოქვეყნდება. სწორედ ეს ანგარიში შეაფასებს კომისიის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების პროგრესს, რომელიც განსაზღვრავს, უნდა გადავიდეს თუ არა საქართველო ევროინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე და ამ დოკუმენტის საფუძველზე მიიღება შემდგომი გადაწყვეტილება ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნაზე. 

გადაწყვეტილებაზე განცხადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი, თბილისის დროით, დაახლოებით 18:00 საათზე გააკეთებს. ბორელის პრესკონფერენციის შემდეგ კი მედიისთვის ბრიფინგს გამართავს საქართველოში ევროკავშირის ელჩი. პაველ ჰერჩინსკი ანგარიშზე ისაუბრებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი