"ეს არის თავდასხმა აშშ-ის ინსტიტუტზე; "ოცნების" ხელისუფლება სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში" | უილსონი "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლებისთვის დაწესებულ შეზღუდვებზე

გამოქვეყნდა:

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი ატლანტიკური საბჭოს ორი მკვლევრის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავასთვის საბანკო ანგარიშების გაყინვას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს, რომელიც კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

უილსონის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი სამოქალაქო საზოგადოებაზე პირდაპირი თავდასხმაა, რაც მისივე თქმით, იმას ნიშნავს, რომ "ოცნება" სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმზე.

"საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს საქართველოს ხელისუფლებამ ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას სახლები გაჩხრიკა. ისინი არიან ატლანტიკური საბჭოს მკვლევრები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ რუსული დეზინფორმაციის გამოსავლენად და საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. მთავრობამ მკვლევრებს ელექტრონული აღჭურვილობა, მათ შორის, ქალბატონ გელავას შვილის კომპიუტერი ჩამოართვა.

დღეს გავიგე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა ქალბატონი ბუზიაშვილისა და გელავას საბანკო ანგარიშები ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე. მიმაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. მე ასევე მჯერა, რომ ეს არის თავდასხმა შეერთებული შტატების ინსტიტუტზე, რომელიც მათ ასაქმებს. თუ ეს მომავალზე მიუთითებს, მაშინ გასაგებია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლება სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში. მთავრობამ უნდა აცადოს მკვლევრებს, გააკეთონ თავიანთი სამუშაო რეპრესიების შიშის გარეშე. ჩვენი მეგობარი აქტი დასჯის მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას არღვევს," - წერია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი